იდეა აერთიანებს ადამიანებს !


სოციოლოგიური და პოლიტიკური კვლევის ცენტრი „მერმისი" 

ჩამოყალიბდა 2012წელს.

საქართველოში პოზიტიურ ასპექტებზე ზრუნვამ,   საზოგადოებაში არსებული უმწვავესი პრობლემების დაძლევის, ქვეყნისათვის  მძიმეგარდატეხის, რეფორმების პერიოდში,  მის აღმშენებლობაში, საზოგადოების აქტივობის განვითარების პროცესისათვის  ახალი და მნიშვნელოვანი იმპულსის მინიჭების სურვილმა განაპირობა ორგანიზაციის დაფუძნება.

რაც განაპირობებს სერვისის წარმატებულ ფუნქციონირებას.

ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და წესდების შესაბამისად.

 

დამფუძნებლები

რობერტ გოლეთიანი: ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ცენტრის დირექტორი.

თამაზ გოგბერაშვილი: ისტორიის დოქტორი, პროფესორი

ვახტანგ კვანტიძე: ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 

 

ცენტრის ხედვა 

სამართლიანი და ნეიტრალური პოზიცია.

 

ცენტრის მიზან

საქმიანობის წარმართვა სამთავრობო და არსამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი და კოორდინებული მუშაობით, რათა ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუტის დამკვიდრებასა და ფუნქციონირებას, მთელი საზოგადოების პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური კულტურის ამაღლებას, ქართული სახელმწიფოს შემდგომ სრულყოფა-განვითარებას  და ამ გზით საქართველოს სტაბილურ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ განვითარებას.     

მიზნად ისახავს საზოგადოებაში საგანმანათლებლო დონის ამაღლებას.

 მოსახლეობისათვის მიუკერძოებელი, კომპეტენტური, დროული ინფორმაციის მიწოდება, ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების გამახვილება ხარვეზებზე,  და ზრუნვას იმ პოზიტიური ასპექტების გაღრმავებაზე, რომლებიც მიღწეულ უნდა იქნას.

 

ორგანიზაციის სტრუქტურა

 

      ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი არის ცენტრის დირექტორი რობერტ გოლეთიანი, რომელიც ხელმძღვანელობს წესდებითა და შინაგანაწესით.

 ორგანიზაცია შედგება 15  წევრისაგან

ყველა წევრი აქტიურად მუშაობს აქტივისტებთან და მოხალისეებთან

ცენტრში  თავს იყრი ენთუზიაზმი, ცოდნა და სათანადო ადამიანური რესურსი. 

ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ოპერატიულ გადაწყვეტილებებს იღებს ცენტრის დირექტორი.

ეფექტური მმართველობისათვის პერსპექტიული და სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღება ორგანიზაციის გამგეობის საერთო კრებებზე.

 

ძირითადი მიმართულებებირომლითაც მუშაობს ჩვენი ორგანიზაცია

* დემოკრატია;

* ურთიერთობა საზოგადოებასთან;

* სოციალურ–პოლიტიკური კვლევა;

* სამოქალაქო განათლება;

* გარემოს დაცვა;

* ახალგაზრდებთან მუშაობა.

 

 საქმიანობის სახეები 

ცენტრი აწარმოებს სამეცნიერო, კვლებით და ფინანსური ხასიათის საქმიანობას, რომელიც აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით.