იდეა აერთიანებს ადამიანებს !


მთავარი » 2014 » ივნისი » 17 » პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი „ გონი“

პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი „ გონი“

2014 წლის ივნისში  სოციოლოგიური და პოლიტიკური კვლევების ცენტრმა „მერმისი“ გამოსცა პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი  „ გონი“–ს პირველი ნომერი.

ჟურნალის წარმოადგენს კვლევითი ცენტრის „ მერმისი“ ქუთაისის უნივერსიტეტის, საქველმოქმედო ფონდის „მსოფლიო ტალანტების“ (მოსკოვი) ქუთაისის  საზოგადოებრივი კოლეჯის ორგანოს.

სარედაქციო კოლეგია აერთიანებს ქვეყნისა და ქალაქის უმაღლეს სასწავლებლებსა და კვლევით  დაწესებულებებში დასაქმებულ 30 პროფესორს, ასევე კოლეგიაში გაერთიანებულია საზღვარგარეთის ქვეყნებიდან 8 პროფესორი.

ჟურნალის „გონი“ მთავარი რედაქტორია პროფესორი ვახტანგ კვანტიძე, სწავლული მდივანია პროფესორი თამაზ გოგბერაშვილი.

მეცნიერებათა მიმართულებით ჟურნალში რედაქტორობენ:  აგრარულ ნაწილს –პროფესორი რამაზ კილაძე,  ბიზნესის ადმინისტრირებას პროფესორი ემზარ ჯულაყიძე, განათლებას პროფესორი მამული ბუჟუხიშვილი,  ინჟინერიას–პროფესორი გიორგი ფურცხვანიძე, საბუნებისმეტყველო ნაწილს  პროფესორი თეიმურაზ სურგულაზე, სამართალს მამუკა შენგელია,  სოციალურ მეცნიერებებს პროფესორი თამაზ გოგბერიშვი;  ხელოვნებას პროფესორი რუსუდან მიქაუტაძე,  მედიცინას აკადემიური დოქტორი მამუკა მიქაძე, ჰუმანიტერულ მეცნიერებებს პროფესორი რობერტ გოლეთიანი, მიმართულებათაშორისო დარგებს  პროფესორი ვახტანგ კვანტიძეს.

პერიოდული ჟურნალის პირველ ნომერში დაიბეჭდა 45 ავტორის სტსტის, ჟურნალი „გონი“–რეფერირებულია.